28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.

პავილიონისის საქართველოში ვიზიტსა და გაკეთებულ განცხადებებზე კითხვები ლიეტუვის სეიმს გაუჩნდა. როგორც ლიეტუვის მედია იუწყება, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამ ვიზიტის დროს დიპლომატიური უნდა ყოფილიყო. ლიეტუვის სპიკერის განცხადებით, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის საქართველოში გაკეთებული განცხადებები, შესაძლოა გამოიყენონ "არამეგობრულმა ძალებმა", რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.

დღის ამბები