28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ტექნიკურ-სამართლებრივი გამოსავალი არსებობს, აღკვეთის ღონისძიება გასაჩივრებას ექვემდებარება - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ენმ-ს ლიდერს, ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის სამართლებრივი გზა არსებობს.

მისი თქმით, თუ პირს არ აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ირღვევა მისი ფუნდამენტური უფლებები, როგორც კონსტიტუციური, ისე ევროპული სტანდარტებით. 

"ტექნიკურ სამართლებრივი გამოსავალი არსებობს. ორინსტანციურობის პრინციპი ჰქვია ამას სამართლის ენაზე, გასაჩივრებას უნდა ექვემდებარებოდეს აღკვეთის ღონისძიება. 

სამართლებრივად, რა თქმა უნდა, შეუძლია მიიღოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მოსამართლე გოგინაშვილი არ იღებს ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მოსამართლე ჩახნაშვილს არ მიუღია ეს გადაწყვეტილება.

კანონი ითვალისწინებს ყველას უფლებას, რომ აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების დროს დაცული იყოს ორ ინსტანციურობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთმა ინსტანციამ გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა, ხოლო მეორე ინსტანციაში შესაძლებელი უნდა იყოს პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება.

ასევე, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია გარკვეულ შემთხვევაში, თუ ამას მოქმედი კანონმდებლობა გარკვეულ ბარიერს უწესებს, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვროს. როგორც კონსტიტუციური, ასევე ევროპული სასამართლოს სტანდარტით, თუ პირს არ შეუძლია გაასაჩივროს აღკვეთის ღონისძიება, ირღვევა მისი ფუნდამენტური უფლება.

მაგრამ ჩვენ, ძალიან კარგად ვიცით, რომ პრობლემა ის კი არ არის, კანონი ითვალისწინებს თუ არა ამის გასაჩივრებას, არამედ ის, რომ ამ საქმეში, ისევე, როგორც ძალიან ბევრ საქმეში, ზოგში ცნობილში და ზოგში ნაკლებად ცნობილში, საქართველს მოქალაქეებს სასამართლო კი არ უწყვეტს ბედს, არამედ უწყვეტს ის, ვინც ერევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები