28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია სჭირდება ყველას, რომ ორივე 9 წელი რაღაცნაირად გადაიფურცლოს - გიგი უგულავა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია:

"შემიძლია ვურჩიო, რა არის გასაკეთებელი, ეს არის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია, ოღონდ ეს უნდა ეხებოდეს ყველას უკლებლივ, არა შერჩევით. პოლიტპატიმრები ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია სჭირდება ყველას იმისათვის, რომ ორივე 9 წელი რაღაცნაირად გადაიფურცლოს, ფსიქოლოგიურად გადაიტვირთოს და რიგგარეშე არჩევნები, როგორც ამ ყველაფრის შემფასებელი და ახალი გზის მაჩვენებელი. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ უკეთ გაუმკლავდება იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაშია. რა თქმა უნდა, ეს კაცი კეთილი ნებით ხელისუფლებას არ დათმობს, ამისთვის იქნება აქციები, ამ ადამიანს ეშინია მხოლოდ ხალხმრავლობის," - განაცხადა  გიგი უგულავამ.

დღის ამბები