28 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ოპოზიციისა და "ოცნების" ურთიერთბრალდებები ნიკა მელიას საქმეზე - მმართველი გუნდის ქმედება ყოფილმა თანაგუნდელებმა გააკრიტიკეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ქართული პოლიტიკური სპექტრი აფასებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას დემოკრატიის შეფერხებასა და მოლაპარაკებისთვის ყველა კარის ჩაკეტვაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი კვლავაც აცხადებს, რომ ქვეყნის ინსტიტუციური ჩამოშლა არ დაუშვა.

დღევანდელ მოვლენებს უარყოფითად აფასებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყოფილი პრეზიდენტიც და ყოფილი პრემიერ-მინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლის საფრთხეს ხედავს, გიორგი მარგველაშვილისთვის კი ერთდერთი გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ვადამდელი არჩევნებია.

დღის ამბები