28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ნიკა მელიას აყვანის სპეცოპერაცია - როგორ ვითარდებოდა მოვლენები ენმ-ს სათავო ოფისში

სპეციალური დანიშნულების რაზმი "ნაციონალური მოძრაობის" სათავო ოფისში დღეს დილის 8-ის ნახევარზე შევიდა, ზუსტად 9-ზე კი ნიკა მელია უკვე ხელბორკილებით გაიყვანეს ტერიტორიიდან. ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რუსთავის მე-12  პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

მელიას აყვანის ოპერაციას წინ უძღოდა სპეცრაზმის ორგანიზებული შესვლა ტერიტორიაზე ოთხივე მხრიდან. გასულ დღეებში მუქარების მიუხედავად, იქ მყოფებს სპეცრაზმისთვის დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სპეციალურად აღჭურვილ სპეციალური დანიშნულების რაზმს შენობაში ბარიკადებიც დახვდა. სანაცვლოდ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეი იხმარა.

დაპირისპირება სამართალდამცველებს და აქტივისტებს შორის შენობის გარეთ გაგრძელდა. დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. დაკავებულებს შორის აღმოჩნდნენ ენმ-ს წევრები გიორგი ბოტკოველი და გიორგი ბარამიძე, რომელიც ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების გამო 20-მდე ადამიანთან ერთად შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით ყველანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე საათში შეხვდნენ ადვოკატები. რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან გაჟღერდა ნიკა მელიას სათქმელი მხარდამჭერების მიმართ.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ყველა სართულზე დაზიანებულია ინვენტარი. წაღებულია პარტიის ე.წ. სერვერი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და აცხადებს, რომ ტექნიკა უწყებამ გამოძიების ფარგლებში ამოიღო.

დღის ამბები