28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ" - ომბუდსმენმა ნიკა მელია მოინახულა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა.

"მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახე არ იყო დასაბუთებული და მიმაჩნია, რომ მის დაკავებაში პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენლს. აქედან გამომდინარე, მე ჩემს სოლიდარობას ამ ფორმით გამოვხატავ მის მიმართ.

სამწუხაროდ, საქართველოში წინასწარი პატიმრობა ძალიან ხშირად იძენს ხოლმე დასჯის სახეს და ის არ არის ხოლმე გამოყენებული მისი სამართლებრივი შინაარსიდან და დატვირთვიდან გამომდინარე. ეს პრაქტიკა არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროა ისიც, რომ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეში იმავე პრაქტიკას ჰქონდა ადგილი," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები