28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ვესაუბრებით სხვადასხვა მხარეს, ველოდები რომ გავაგრძელებთ საუბარს - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი მთავარი მესიჯები ვითარების დეესკალაცია და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება იქნება.

კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ მხარეები დიალოგს გააგრძელებენ.

"საკვანძო სიტყვებია დეესკალაცია და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, რათა შევამციროთ არსებული დაძაბულობა, რაც ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თქვენ მოისმინეთ არაერთი განცხადება მეგობრებისა და პარტნიორებისგან, მათ შორის, ევროპიდან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახლა ვმასპინძლობ სტუმრებს, ვესაუბრებით სხვადასხვა მხარეს, მათ შორის, ფასილიტატორის რანგში. ველოდები, რომ გავაგრძელებთ საუბარს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა

დღის ამბები