28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
10 საათია პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს - ირაკლი ღარიბაშვილი დასკვნითი სიტყვისთვის ემზადება

უკვე 10 საათია პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი უკვე დასკვნითი სიტყვისთვის ემზადება. 

უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერს ირაკლი ღარიბაშვილს, ისევე როგორც თავის დროზე გიორგი გახარიას, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს პირველ ჯერზე და ბიძინა ივანიშვილს.

ქართული ოცნების მე-9 წელი და მეხუთე პრემიერ მინისტრი. მე-10 მოწვევის პარლამენტი, რომელიც უკვე მესამედ "ქართული ოცნებისაა", კენჭს უახლოეს ერთ საათში უყრის მორიგ მინისტრთა კაბინეტს.

კენჭისყრამდე მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები. ცოტა ხნის წინ ტრიბუნასთან იდგა მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელმაც კანონმდებლებს კომპრომისისკენ მოუწოდა.

"კომპრომისები დღეს სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. იქითა მხარე არის რომ საქართველოა, აქეთა მხარეს რომ საქართველოა და აქაც მეჩხერად წარმოდგენილი საქართველო როა. ყველას გულანთებულებს და ერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებულებს გვჭირდება კომპრომისი. ეს იქნება პოლიტიკა და მე მსურდა თქვენგან მომესმინა არა მუშტების ბრახუნი, არამედ მზაობა კომპრომისისთვის, ოპოზიციასთან დიალოგისთვის, როგორც გულზე არ უნდა გეხატებოდეს არ გვეხატებოდეს ერთმანეთი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქითაც ქართული სახელმწიფოა და აქეთაც ქართული სახელმწიფო,“ -ამბობს ალეკო ელისაშვილი.  

დღის ამბები