28 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ეს არის შეთანხმებული 9 წლიანი თამაში, არც ერთ მათგანს არ უნდა შეთანხმება - იაგო ხვიჩია 

პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ დღეს კონსტრუქციულ ოპოზიციად მხოლოდ "გირჩი" იგულისხმება. მისი თქმით, დღეს ოპოზიცა ორ ნაწილად იყოფა, ერთი ნაწილი, რომელიც ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება და მეორე არის "გირჩი". 

როგორც ხვიჩია აღიშნავს,  შეთანხმება არც ერთ მხარეს არ უნდა, რაც მათ ქმედებებს და განცხადებებში იკვეთება.

"მე მგონი, მხოლოდ "გირჩი" იგულისხმება კონსტრუქციულ ოპოზიციაში, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი არის" ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და "ქართული ოცნების" წარმოსახვაში. ისინი აზელილი არიან, ერთად მოიხსენიებიან. ფაქტია, რომ ის ხალხი, რომელიც ახლა ფიზიკურად ნიკა მელიას დასაცავად არიან, რაღაცით არის მოხსენიებული. 

თუ დავყოფთ ოპოზიციას ორ ნაწილად, ამ წუთას ეს არის ერთი, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, რომლებსაც პირობითად შეიძლება ყოფდნენ თავიანთი ამ ქმედების გამო არაკონსტრუქციულად და მეორე ოპოზიცია, რომელიც იქ არ არის, ესეთი ოპოზიცია ვართ ჩვენ, ამ წუთას.  აქედან გამომდინარე, მე ესეთი დაყოფა ვერ წარმომიდგენია, ფიზიკურად, იმიტომ რომ ეს მგონია, რომ არ არის სწორი. და ხელისუფლებისგანაც ამის დაყენება, როცა ვამბობ რომ მოდი, დავსხდეთ შეთანხმების მაგიდასთან, თან მეუბნები, რომ დავჯდეთ მას მერე, რაც ნიკა მელია იქნება საპატიმროში, არის აბსურდი ისევე, როგორც ოპოზიციის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მათ უნდათ შეთანხმება, მაგრამ თავიანთ  მოთხოვნას ვერ გადახედავენ და საერთოდ ვერ დააკორექტირებენ ამ შეთანხმების სურვილის გამო და ამ სიტუაციის გამო, არის არაგულწრფელი. უბრალოდ გეუბნებით, რომ ეს არის შეთანხმებული 9 წლიანი თამაში, რომელიც აქამდე სულ აწყობდათ ამ მოთამაშეებს და ისინი დიდი ხანია უგებენ ერთმანეთს ამ თამაშში, აყოლილები არიან ერთმანეთს და ფიზიკურად არც ერთ მათგანს არ უნდა შეთანხმება. 

შეთანხმება რომ უნდოდეს ერთს, როგორ შეიძლება ნიკა მელიას იჭერდეს ფიზიკურად და შეთანხმება რომ უნდოდეს მეორეს, როგორ შეიძლება იძახდეს, რომ არც ერთ ვარიანტში არ გადავხედავთ მოთხოვნებს,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები