28 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
დღევანდელი პრემიერი რუსული თემაა, ეს არის რუსეთზე მომუშავე კაცი - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ირაკლი ღარიბაშვილს რუსულ პროექტს უწოდებს. ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

"გამორიცხულია ქართული სახელმწიფოებრიობის დათმობა. რომ შევაკვდე ამ ატმოსფეროს, არაფრით დავტოვებ რუსეთზე გადასაბარებელ საქართველოს. დღევანდელი პრემიერი, ეს არის რუსული თემა, ეს არის რუსეთზე მომუშავე კაცი, ეს ის კაცია, რომელმაც ისტერიულად ირაკლი ალასანიას ზარი მისცა საფრანგეთში, რომ თავდაცვაზე ხელი არ მოეწერათ. ეს ის ადამიანია, რომელსაც წელიწადი და ოთხი თვე თავისი ჩანაფიქრის გამო, კაბელების საქმეზე ხალხი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

თაკო ჩარკვიანის თქმით, სადებუტატო მანდატის მიუხედავად, არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ერთად-ერთი გამოსავალი კრიზის დასაძლევად საპროტესტო აქციებია. 

"დავასრულე ამ საკითხე ლაპარაკი. გაყალბებულ პარლამენტში ალეკო ელისაშვილს მივუჯდე გვერდით, რომ სამარცხვნო თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრების გამოცხადება მოვისმინო? დანგრეულია ყველაფერი! მთელ მსოფლიოში ხალხის ტალღა არის აპრობირებული, მაგრამ ჩემთვის არსებობს ერთი NO! არ მიმაჩნია სწორ საქციელად, რომ ოპოზიციის მაგიდასთან გვიზის რუსეთი, მაგრამ იმ უკანონობის დაცვა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია, ყველას დასაცავია,"- აღნიშნა "დღის კურიერში" ჩარკვიანმა.

დღის ამბები