28 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ივანიშვილმა აირჩია ყეყეჩი, რადიკალი, შავრაზმელი ღარიბაშვილი, რომ უარი თქვას მოლაპარაკების მაგიდაზე - თინა ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენით მოალაპრაკების მაგიდაზე უარი თქვა.

"ყველა პარტნიორი საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეესკალაცია. ღარიბაშვილის დანიშნვით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, არ სურს მოლაპარაკების გზის არჩევა. მას სურს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება. მან აირჩია რადიკალი შავრაზმელი ღარიბაშვილი იმისთვის, რომ უარი თქვას მოლაპარაკების მაგიდაზე. საბოოლოო ჯამში, მოუწევს მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ ძალადობრივად განვითარდეს ამ ქვეყანაში მოვლენები," - განაცხადა "დღის კურიერში" თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები