კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იტალიის ელჩს ლუკა ატანასიოს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ გომას მახლობლად გაეროს "მსოფლიო საკვების პროგრამის" საავტომობილო ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.
ელჩი ლუკა ატანასიო მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავდასხმის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაეროს ავტოკოლონას ჩასაფრება მოუწყვეს. თავდამსხმელების ვინაობა უცნობია.