28 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
არ გვჭირდება ერთ-ერთი ლიტველი პოლიტიკოსის მენტორული ტონით საუბარი, რომელსაც "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან საეჭვო ურთიერთობა აკავშირებს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი მენტორული ტონით გაკეთებული განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.

ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის "ნაციონალურ მოძრაობასთან" საეჭვო მეგობრობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუ მათ რაიმე გულწრფელი რჩევის მოცემა სურთ, ეს შეუძლიათ სხვა ფორმით და სხვა ფორმატში გააკეთონ.

"დღეს მე მოვისმინე მამუკა მდინარაძის განცხადება, მე უბრალოდ, თვითონ არ მინახავს ერთ-ერთი ლიტველი პოლიტიკოსის მენტორული ტონით საუბარი ჩვენი სახელმწიფოსადმი, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი.

მე ვთქვი და გავიმეორებ, ჩვენ არ გვჭირდება ამ ბატონის, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან, მეგობრული და საეჭვო ურთიერთობა აკავშირებს, მიუღებელია მისგან და ნებისმიერი მსგავსი ასეთი ადამიანებისგან მენტორული ტონით საუბარი.

თუ მათ რაიმე გულწრფელი რჩევის მოცემა სურთ, ეს შეუძლიათ მათ გააკეთონ სხვა ფორმით და სხვა ფორმატში," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები