28 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" ჰყავს თავისი რადიკალური ფრთა, ისინი ცეცხლს ეთამაშებიან - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას"  საკუთარი რადიკალური ფრთა ჰყავს, რომელთაგანაც ცინიკური პასუხები და დაცინვა ისმის. 

"მე ვიტყოდი, რომ პირდაპირ რადიკალიზაციის სურვილით განმსჭვალულები მგონია არიან ეს ადამიანები. ოპოზიციის მხრიდან, მშვიდობიანი განმუხტვისკენ ისმის მოწოდებები, ოპოზიციის მოწოდება იმის მიმართ, რომ მოვახდინოთ დეესკალაცია და ამის პასუხად "ქართული ოცნებისგან" გვესმის ცინიკური პასუხები და დაცინვა.

რადიკალური ფრთა ტოტალურად აკონტროლებს "ქართულ ოცნებას,"  მაგრამ მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.

"ქართულ ოცნებას" ჰყავს თავისი რადიკალური ფრთა, ცალსახად გამოჩნდა ეს გახარიას განცხადების შემდეგ. იქ მათ აღარ დატოვეს სივრცე ზომიერი ლიდერებისათვის, რომლებმაც დატოვეს "ქართული ოცნება",-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

 

დღის ამბები