28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
89 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით სამთავრობო შემადგენლობას 89 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 2 იყო.

სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე. 

საქართველოს მთავრობის დამტკიცებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა და დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმი საკანონმდებლო ორგანოში დღეს თითქმის 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. 

დღის ამბები