28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ოპოზიციამ 25 თებერვალს დაგეგმილი აქცია გააუქმა

გართიანებული ოპოზიცია 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შემდეგ, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. 

დეკანოიძის მსგავსად ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერები. 

მათივე თქმით, უნდა შეწყდეს ოპოზიციაზე პოლიტიკური ნიშნით დევნა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გაითვალისწინოს უცხოელი პარტნიორების რეკომენდაციები და მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას, აღნიშნეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა. 

დღის ამბები