28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
არსებობს თუ არა შეთანხმების რესურსი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის - დასავლელი პარტნიორები მხარეებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

არსებობს თუ არა მოლაპარაკების რესურსი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კომპრომისულ შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა მათივე განცხადებით, ეს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

დიალოგი რომ უალტერნატივოა ამას არც სხვა ოპოზიციურ პარტიებში უარყოფენ. პოლიტიკურ ძალებში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მზაობას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ოპოზიციის 4 პუნქტიანი მოთხოვნათა პაკეტი ძალაში რჩება.

ვადამდელი არჩევნები კვლავ წითელ ხაზად რჩება მმართველ პარტიაში, სხვა საკითხებზე კი, საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებთან სასაუბროდ მზადაა. "ოცნება" დიალოგის შეფერხებასა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების მცდელობაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

პოლიტიკური პოლარიზების დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც.

უკვე რამდენიმე დღეა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, როდის და რა ფორმით აღდგება დიალოგი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები