28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
პარლამენტთან ისევ ხმაურია - პოლიციამ ნიკა ნარსია დააკავა

ამ წუთებში ხმაურია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან. აქციის მონაწილებმა კარვის გაშლა სცადეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს. მანამდე კი პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა.

მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები შეიკრიბნენ, ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, მათ პარლამენტის წინ კარვების დადგმა სცადეს, რისი საშუალებაც აქტივისტებს სამართალდამცველებმა არ მისცეს.

დღის ამბები