28 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ხუდადოვის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - დაშავდა 2 ადამიანი

მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ამ წუთებში ხუდადოვის 1-ელ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შენობიდან, რომელსაც ცეცხლი უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა და შემდეგ სახურავს მოედო. ადგილზე 11 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული. 

"ხუდადოვის 1-ელ ნომერში ხანძარი სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. ოპერატიულად მოხდა 11 სახანძრო ავტოცისტერნის მობილიზება, იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ორი პირი მსუბუქად დაშავდა, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს,"- აცხადებს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები