სომხეთში ოპოზიციამ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაგომის მოთხოვნით, ერევნის ცენტრალური ქუჩები გადაკეტა.
საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის ოპოზიცია, საზოგადო მოღვაწეები, ყოფილი დეპუტატები, ექს-მინისტრები და სომხეთის აპოსტოლური ეკლესიის წარმომადგენლები.
ოპოზიციის მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობის, ძალოვანი უწყებებისა და პროსახელისუფლებო დეპუტატების ნდობა და მხარდაჭერა დაკარგოს.
2020 წლის 11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.