28 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
მარნეულში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ სახლი ნაქირავები ჰქონდათ და მეპატრონის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ

სახლი მარნეულში, სადაც ახალგაზრდა წყვილი და მათი მცირეწლოვანი შვილი გარდაცვლილი იპოვეს, ოჯახს ნაქირავები ჰქონდა. 

მომხდარის სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. დაღუპულია 23 წლის და 21 წლის ცოლ-ქმარი და მათი 3 წლის შვილი.

ნათესავები სახლის მეპატრონის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და ეჭვობენ, რომ გამათბობელი სისტემა გაუმართავი იყო.

კიდევ ერთ ვერსიას, საკვებით ინტოქსიკაციას - გარდაცვლილების ახლობლები კატეგორიულად გამორიცხავენ. ისინი ამ დრომდე რუსთავის პროზექტურაში იმყოფებიან და ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები