28 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
"გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო" - ქობულეთში დატრიალებული ტრაგედია სოლიდარობის აქციების ბიძგი ხდება

ქობულეთში დატრიალებული ტრაგედია სოლიდარობის აქციების ბიძგი ხდება. "გამო შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო" - ამ გზავნილით საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მშობლების მარში გაიმართება. დედები და მამები საკუთარი შვილების უფლებებისთვის ქუჩაში გამოდიან. კამპანია "ნინის გამო" ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ დაიგეგმა, როცა ძალადობის მსხვერპლმა, 14 წლის ბავშვმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასდღიანი კამპანია უკვე დაგეგმილია, დამთავრებულია სამზადისი და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია ლოკაციები. ახლა უფლებადამცველები საზოგადოებას ჩართვისკენ მოუწოდებენ. ისინი სახელმწიფოსგან ბავშვებისა და ქალების სექსუალური ძალადობისგან დაცვას, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანითა და პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტის შექმნით ითხოვენ. ქალთა უფლებების დამცველები ბრძოლას იწყებენ და ხუთ ძირითად მოთხოვნას ასახელებენ.

საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან ბათუმსა და ქობულეთშიც, იქ სადაც ძალადობის მსხვერპლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

100 დღიანი კამპანიის ფარგლებში აქცია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში 26 თებერვალს 17 საათზე დაიწყება. თბილისში ცვლილებების დაუყოვნებლივ გატარებას ვარდების მოედანზე მოითხოვენ.

დღის ამბები