28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"შიდა დაპირისპირება დიდი საჩუქარია რუსეთისთვის, გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს" - ლიეტუველი პოლიტიკოსის მთავარი გზავნილები

"გთხოვთ, დაელაპარაკეთ ერთმანეთს! შეწყვიტეთ რეპრესიები!" - ეს ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის მთავარი გზავნილია. ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველომ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, ქვეყანა ან ლიეტუვის გზით უნდა წავიდეს, ან გადაიქცეს ბელარუსად.

ქართული პრობლემის ლიეტუვური ხედვა ასეთია - ან დასავლეთი, ან რუსული ტანკები ქვეყანაში. ასე რომ არ მოხდეს, ლიეტუველი სტუმარი მიიჩნევს, რომ შიდა პოლიტიკური განხეთქილება დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

პალივიონისმა აღნიშნა, რომ საქართველო მოსკოვს ზედმეტად დიდ საჩუქარს უკეთებს შიდა დაპირისპირებით.

მან მხარეებს ლიეტუვის სახელით მედიატორის როლის შესრულება შესთავაზა. ქვეყანაში ამ მისიით, შესაძლოა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან პრეზიდენტი ჩამოვიდეს.

ევროპელი სტუმარი დილიდან შეხვედრებს მართავდა და დაპირისპირებულ მხარეებს უსმენდა.

დღის ამბები