ფრინველის გრიპი H5N8 ადამიანებში პირველად დააფიქსირეს - "ბლუმბერგის" ინფორმაციით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე, ჯერჯერობით, არ გადადის.
H5N8 რუსეთში 7 ადამიანს დეკემბერში დაუდგინეს, ისინი ქვეყნის სამხრეთით მეფრინველეობის ფერმაში მუშაობენ.
"ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა, თუმცა დრო გვიჩვენებს, მუტაციის შედეგად როგორ განვითარდება ვირუსი," - განაცხადა როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ.
მისივე თქმით, აღმოჩენილი შტამი საშუალებას აძლევს მსოფლიოს, მოემზადოს შესაძლო მუტირებული ვარიანტებისთვის და დროულად მოხდეს ვაქცინისა და დიაგნოსტირების სისტემების შექმნა.