28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
როგორ მოხდა რომ, მათ შორის, აზერბაიჯანთან ამდენი წელია მოუგვარებელია დავით გარეჯის საკითხი - დავით ზილფიმიანი დავით ზალკალიანს

"როგორ მოხდა, რომ მათ შორის, აზერბაიჯანთან ამდენი წლის განმავლობაში მოუგვარებელია დავით გარეჯის საკითხი. 9 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლებოდა ეს საკითხი, კვლავ ასე მძაფრად დამდგარიყო?!" -  ამ შეკითხვით "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა დავით ზილფიმიანმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა.

საპასუხოდ კი, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რაც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის.

"დავით გარეჯის პრობლემა დღეს არ წარმოქმნილა, 90-იანი წლებიდან დაიწყო. დღეს გამოვლინდა ის ბევრი პრობლემა, ეს ხომ არის იმ მუშაობის შედეგი, რომელიც წინა წლებში განხორციელდა. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. 2018-ში, როდესაც დავინიშნე, ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთეთ, მოვიკითხეთ კომისიის საქმიანობა და როგორ მუშაობდა კომისია. ამ პროცესზე ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ჩვენ სადღაც თაროზე გვქონდა შემოდებული, ან ამის შესახებ არ ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს. მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ აქ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე სტრატეგიულ პარტნიორთან გვაქვს და აქიდან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები