28 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
"ოპოზიციის სახელით შემიძლია გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ლიეტუვას სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადებები გაკეთდა. ნიკა მელიას თქმით, პროცესის დეესკალაციისთვის ოპოზიცია ყველაფერის გააკეთებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ლიეტუვას ჩართულობით, დიალოგისთვის მზად არიან. 

"ამ დროს, როცა დაუგეგმავი ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ დეესკალაცია მოხდეს ვითარების, ეს რა თქმა უნდა, ძალზე დასაფასებელია. ჩვენ, ოპოზიცია და მე ოპოზიციის სახელით თამამად შემიძლია გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პროცესის დეესკალაციას შევუწყოთ ხელი, მზად ვართ დიალოგისთვის და ჩვენი პარტნიორების, ლიეტუვას ჩართულობით და არამხოლოდ ლიეტუვას ჩართულობით, ბუნებრივია, იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც, ხელისუფლება რეალობას ადეკვატურად შეაფასებს," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები