28 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
აქცია პარლამენტთან - "ნაცმოძრაობის" წევრს გიორგი ჩალაძეს პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა

აქცია პარლამენტთან - "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიორგი ჩალაძეს პოლიციამ პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა. მიზეზად პოლიციამ ხვალისთვის დაგეგმილი ღონისძიება დაასახელა.

როგორც ჩალაძე ამბობს, მას ორი კარავი ჩამოართვეს და დაუზიანეს. შეხლა-შემოხლის დროს პოლიტიკოსმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მას სასწრაფო დახმარება გაუწიეს. ადგილზე მივიდა სიას თავჯდომარე.

ნიკა სიმონიშვილმა ფაქტს უკანონო უწოდა. საია იურიდიულ დახმარებას ჰპირდება გიორგი ჩალაძეს, რომელიც ხვალ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

დღის ამბები