28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ დიალოგი შედგეს- ჟიგიმანტას პავილიონისი

ლიეტუვას სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეები ერთობისა და დიალოგის იქნება და არა ესკალაციის. 

"ვაფასებ ოპოზიციურ ლიდერებთან შეხვედრას, ვფიქრობ ისინი მზად არიან დიალოგისთვის და დეესკალაციისთვის. ეს კი უმნიშვნელოვანესია თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, რისთვისაც ვიბრძვით. თქვენ წინ დიდი დღეები გელით, იქნება ეს კონსტიტუციის დღე თუ 25 თებერვალი, რომელიც გვახსენებს იმას, თუ როგორ დაკარგა საქართველომ თავისუფლება. იმედია ეს დღეები იქნება ერთობისა და დიალოგის დღეები, და არა ესკალაციის.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გადადგას ნაბიჯები და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღოს, რომ დიალოგი შედგეს. ჩვენი ვართ მოკრძალებული, როგორც პატარა ქვეყანა, თუმცა საქართველოს გზა ლიეტუვასას ძალიან ჰგავს - ჩვენ ერთ ციხეში ვიყავით და დავტოვეთ კიდეც იგი, ახლა გვსურს საქართველომაც ჩვენი გზით იაროს. იმედი გვაქვს, შედეგს ერთად მივაღწევთ," - აცხადებს ჟიგიმანტას პავილიონისი

დღის ამბები