ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელის რეალური პატიმრობით შეცვლა კანონიერად ცნო მოსკოვის სასამართლომ, თუმცა სასჯელი რამდენიმე კვირით შეუმცირა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ რუსმა ოპოზიციონერმა გარკვეული ვადა 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე შინაპატიმრობაში გაატარა. შესაბამისად, ალექსეი ნავალნი ციხეში ორ წელს და ექვს თვეს გაატარებს.
"ივ როშეს“ საქმეზე სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით 2 თებერვალს შეუცვალა.