28 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ნიკა მელიამ და მისმა ადვოკატებმა მოსამართლის განჩინება გუშინ ჩაიბარეს, ამის შესახებ მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.  ამასთან, მისი თქმით, ნიკა მელიას დაცვის მხარემ გუშინვე საჩივარი წარადგინა სააპელაციო სასამართლოში და პატიმრობის გამოყენება გაასაჩივრეს. 

"ჩახნაშვილმა სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ეს განჩინება ცალკე არ საჩივრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განმარტება არის არაკონსტიტუციური. ჩვენ გუშინ წარვადგინეთ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში, რადგან როდესაც ხდება ადამიანისთვის პატიმრობის შეფარდება - მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხდება გამოძიების ეტაპზე თუ არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, უნდა შეიძლებოდეს მისი გასაჩივრება" - აცხადებს საძაგლიშვილი. 

დღის ამბები