28 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ქურდობა გორში - უცნობმა პირებმა სუპერმარკეტის სეიფიდან მთელი დღის ნავაჭრი თანხა წაიღეს

კომენდანტის საათის დროს ქურდობა მოხდა გორში. უცნობმა პირებმა სუპერმარკეტების ქსელ "მადაგონის" შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს. როგორც ადგილზე ჰყვებიან, ქურდებმა სეიფი გასაღებით გააღეს და იქიდან მთელი დღის ნავაჭრი - 15 00 ლარი წაიღეს.

სუპერმარკეტში დამონტაჟებულია სიგნალიზაცია და არაერთი სათვალთვალო კამერა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები