28 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არსებული ვითარება მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას. 

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად." - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

დღის ამბები