28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
არც ერთი მოწმე არ არის, ვისზე ზემოქმედებაც ნიკა მელიას შესაძლოა მოეხდინა - გიორგი კონდახაშვილი

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, არავითარი ანონიმური მოწმე საქმეში არ არსებობს. უფლებადამცველის თქმით, არც ერთი მოწმე არ არის, ვისზე ზემოქმედებაც ნიკა მელიას შესაძლოა მოეხდინა. ეს განცხადებები ადვოკატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საქმის მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. 

"სრული დემაგოგია მოვისმინეთ, არავითარი ანონიმური მოწმე არ არსებობს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი მოწმე არ არის, ვისზე ზემოქმედებაც ნიკა მელიას შესაძლოა მოეხდინა.

ნიკა მელიასთან თუნდაც ირიბი კავშირი, არც ერთ მოწმეს ან სავარაუდო რაიმე მტკიცებულების განადგურებას არ გააჩნია. ველოდებით, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

სამართლებრივ სივრცეში თუ დარჩება მოსამართლე, უალტერნატივოდ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის გადაწყვეტილება, თუმცა ძალიან ეჭვი მეპარება ამაში. ეს საქმე დიდი ხანია სამართლებრივი სივრციდან არის გასული, თუმცა დღეს რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს გადაწყვეტილება ამ დარბაზში რომ არ მიიღება, ეს თავისთავად ცხადია და მე ვიმედოვნებ, რომ ამ სიბრიყვეს არ ჩაიდენენ, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ, ვინაიდან, ამ დაპატიმრებით თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეას ვერ ჩაკლავენ,“ - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა

დღის ამბები