28 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
ნიკა მელიას დაკავებაზე გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს, რომ ივანიშვილი საკუთარ განაჩენს თვითონ აწერს ხელს - შალვა ნათელაშვილი

"ლეობორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდება, მაშინ ხელისუფლება საკუთარ განაჩენს მოაწერს ხელს.

"მოლოდინი არის ყველაფერი კარგი. ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმი შევიდა თავისი განვითარების უკანასკნელ სტადიაში, რომლის შემდგომაც არის მისი დამხობა და ეს თუ არ სჯერათ, ამას ნახავენ უკანასკნელ ხანში.

ნიკა მელიას დაკავებაზე გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი საკუთარ განაჩენს თვითონ აწერს ხელს და აღარ მინდა ჩამოვუთვალო ჯერ ქვეყნის შიგნით და შემდეგ ოკეანის იქით ამას," - განაცხადა ნათელაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის შეფასებით კი, პირადად ბიძინა ივანიშვილი არის ამ საქმის გადაწყვეტაში ჩართული. კახიძე იმედოვნებს, რომ სახიფათო ნაბიჯზე ხელისუფლება არ წავა.

დღის ამბები