28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან - შსს 

დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ახლოს სამართალდამცველთა მობილიზება შეიმჩნევა. აღმოჩნდა, რომ საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალურ ბაზაზე, სადაც როგორც წესი განთავსებულია როგორც სპეც ტექნიკა ასევე ცოცხალი ძალა.  

როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მედიით გავრცელებული კადრები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზეა გადაღებული, სადაც თანამშრომლები ყოველდღიურად გადაადგილდებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მესამე სამმართველო ენმ-ის ცენტრალური ოფისიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს. 

აღნიშნულმა ფაქტმა მედიის ინტერესი გამოიწვია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს შიდა ტერიტორიაზე ხდება გადაადგილება და არა ბაზის გარეთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ ბაზაზე თანამშრომლების გადაადგილება ყოველდღე ხდება. 

 

 

დღის ამბები