28 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
დაცვის პოზიცია არის დაუსაბუთებელი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არის მობილიზებული - პორკურორი

ნიკა მელიას ადვოკატმა სასამართლო პროცესზე, რომელიც 3 საათზე მეტია მიმდინარეობს, მოსამართლეს გავრცელებულ ინფორმაციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების შესახებ, კითხვა დაუსვა: 

"ასეულობით სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან რას ნიშნავს?  თუ ეს ყველაფერი ამ პროცესთან კავშირში არ არის, რატომ ემთხვევა იმ დროს, როდესაც ძალიან მალე უნდა გამოცხადდეს ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება?"- ამ კითხვით ნიკა მელიას ადვოკატმა პროკურორს მიმართა.

პროკურორის განცხადებით, დაცვის პოზიცია არის დაუსაბუთებელი,  და კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არ არის მობილიზებული. 

"დაცვის პოზიცია არის დაუსაბთებელი, ზედმეტად ჰოპოთეტური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არ არის მობილიზებული. ამიტომ გადაჭრით არ შეიძლება ამის თქმა, რომ პარტიის ოფისთან არიან პოლიციელები მობილიზებული, როცა ეს ასე არ არის. დაცვის პოზიცია ყოველთვის გადის უპატივცემულობაზე დარღვევის კონტექსტში ბრალდებულის ქმედებასთან. ნებისმიერი შუამდგომლობა სამართლებრივი მოცემულობა არის, რომ დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით. ჰიპოთეტურ დაშვებებზე დაფუძნებული შუამდგომლობა არ და ვერ იქნებ პროცესის მიზნებთან შესაბამისობაში. ზედმეტად დაუსაბუთებელია დაცვის პოზიცია, მით უმეტეს იმაზე, რაზეც ამბობენ, რომ კონკრეტული პარტიის ოფისთან არის გარკვეული პოლიციელი ძალები.  გადამოწმდა ეს ინფორმაცია ჩემ მიერ და ეს ასე არ არის. არც ერთ კონკრეტულ პარტიის ოფისთან არ არის პოლიცია მობილიზებული. დაუსაბუთებელია ეს და არ უნდა დააკმაყოფილოთ," - განაცხადა პროკურორმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები