28 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
არავინ ძალადობას არ აპირებს, მაგრამ თუ ვინმე შემოვარდება, ბუნებრივია მარტივი არ იქნება ამდენ ადამიანზე გადავლა - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ "ნაციალური მოძრაობის" ოფისში სპეცრაზმის შესვლის შემთხვევაში, სამართალდაცმველებს პოლიტიკურ ლიდერებსა და ახალგაზრდა მხარდამჭერებზე გადავლა მოუწევთ.

"ველოდებით, რას გადაწყვეტს ხელისუფლება და ძალიან ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს. ჩვენ, ძალადობის არანაირი სურვილი არ გვაქვს, არავინ აქ ძალადობას არ აპირებს, მაგრამ თუ ვინმე შემოვარდება აქ, ბუნებრივია, მარტივი არ იქნება ამდენ ადამიანზე გადავლა და ღმერთმა ნუ ქნას. ამ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ წინა ხელისუფლება ხერხემალში გადატყდა 26 მაიის, როდესაც მან უსამართლოდ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.  

იურისტი ვარ და ზუსტად ვიცი, რომ არცერთ ეპოქაში, ერთიდაიგივე დანაშაულისთვის, ადამიანის ორჯერ დასჯა, 30-იანი წლების "ტროიკებიც" კი ერთიდაიგივე დანაშაულისთვის ადამიანს ორჯაერ არ უსჯიდნენ. უგონებდნენ ახალ დანაშაულს, ფორმალობას იცავდნენ. 

თუ სამართალდამცავები მოვლენ და ფურცელს ჩააბარებენ ნიკა მელიას, ეს არ იქნება არაპროპირციული ძალა, მაგრამ თუ ოფისში მოვა სპეცრაზმი, რობოკოპები და მშვიდობიანი ადამიანების მიმართ, ხედავთ აქ არავის არც იარაღი აქვს და არც ძალისმიერი გამოსაყენებელი საგანი, აქ ახალგარზრდები არიან, რომლებიც მოტივირებულები არიან არ გაატანონ თავიანთი ახალგაზრდა ლიდერი და აქ, სპეცრაზმი შემოვარდეს და ცრემლსადენი გაზი გაუშვას, დაამთავრებს ეს ხელისუფლება, შეიძლება ერთ თვეში, შეიძლება ერთ დღეში,"- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები