28 ნოემბერი 2024,   22:49
ვრცლად
პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ძალის გამოყენება ზუსტად ისე უნდა ისჯებოდეს საქართველოში, როგორც სხვაგან - სოზარ სუბარი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, კარლ ჰარცელის იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც ელჩი ამბობს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებულმა პროცესებმა შესაძლოა მოლაპარაკება შეუძლებელი გახადოს, განაცხადა, რომ მოლაპარაკებები აქამდეც გაჩერებული იყო და ეს, სწორედ ოპოზიციის დამსახურებაა. 

სოზარ სუბარმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ძალის გამოყენება ზუსტად ისე უნდა ისჯებოდეს საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში. 

ამის შესახებ სოზარ სუბარმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

"მოლაპარაკებები მაინც გაჩერებული იყო და ეს ხდებოდა სწორედ ოპოზიციის გამო. სანამ ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, ვერც ვერანაირი მოლაპარაკება ვერ გაგრძელდებოდა, ეს ძალიან კარგად იციან ელჩებმა და ისიც კარგად იციან ვინ არის ამ ყველაფერში დამნაშავე. პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და ძალის გამოყენება ზუსტად ისე უნდა ისჯებოდეს საქართველოში, როგორც შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. ამიტომ, არ მგონია ელჩს მიაჩნდეს, რომ საქართველოში ორმაგი სტანდარტი უნდა არსებობდეს. ჩვენ ცივილიზებული სამყაროს წევრები ვართ და შესაბამისად, ცივილიზებული სამყაროს წესები უნდა მოქმედებდეს. ამას ყველა უნდა დაემორჩილოს და თუკი ვინმე არ დაემორჩილება, მაშინ შედეგი უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც არის შეერთებულ შტატებში," - აცხადებს სოზარ სუბარი.  

 

 

 

დღის ამბები