28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
მოვედით იმისთვის, რომ ადამიანურად მორალური მხარდაჭერა გამოვხატოთ ნიკა მელიასადმი - საბა ბუაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ნიკა მელიას მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე იმყოფება "ლელო საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძეც. მისი თქმით, ნიკა მელიას მორალურ მხარდაჭერას უცხადებს.

"მოვედით აქ იმისთვის, რომ ადამიანურად მორალური მხარდაჭერა გამოვხატოთ ნიკა მელიასადმი, რომელიც არის ძალიან სამარცხვინო პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. ფაქტია, რომ ხელისუფლება ახლა ცდილობს ამ პროცესის ესკალაციას, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს მიდის, არის ხელისუფლებაზე და მე მათ კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ ამით ზარალდება ჩვენი ქვეყანა, ზარალდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და ყველა ადამიანს ეხება ეს.

ეს არის მხოლოდ ნიკა მელიას ან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პრობლემა. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის პრობლემა, ვინაიდან ქვეყანაში, სადაც არის პოლიტიკური დევნა და საკმაოდ მასშტაბური, ეს აისახება პირველ რიგში ეკონომიკურ ფაქტორებზე, იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც მიდის პოლიტიკური დევნა, სადაც ასეთი დაძაბულია პროცესები, ის ქვეყანა არც ინვესტორისთვის და არც დასავლური სამყაროსთვის არ არის საიმედო დასაყრდენი რეგიონში," - განაცხადა საბა ბუაძემ. 

დღის ამბები