28 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
"ახალგაზრდები დისკოთეკის მოწყობას აპირებენ" - ხატია დეკანოიძის განმარტება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეშისა და კასრების მიტანასთან დაკავშირებით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის განმარტებით, პარტიის ცენტრალურ ოფისთან, სადაც შეშა, კასრები და ხმის გამაძლიერებლები მიიტანეს, ახალგაზრდები დისკოთეკის მოწყობას აპირებენ. 

აქტივისტები პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვისთვის ემზადებიან.

პარტიაში შეკრებილი ლიდერები, როგორც "ნაციონალური მოძრაობიდან" ასევე, სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ შედეგი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მელიას დაკავების სანქცია გაიცა, დაანონსებულია, რომ იქნება წინააღმდეგობა.

დღის ამბები