28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ჩვენი ევროპელი პარტნიორები საუბრობენ ოპოზიციის ქმედებებზე, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე "ქართული ოცნება" კრიტიკულად შეაფასა. 

მისი თქმით, ყველა სხვა საერთაშორისო პარტნიორი ოპოზიციას როგორც დემოკრატიის ძირის გამომთხრელს, ისე აფასებს. 

"იან კელი წინა თვეების განმავლობაში მსგავს განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ, ამასობაში, ყველა სხვა დანარჩენი პარტნიორი ქვეყანა, ყველა ობიექტური დამკვირვებელი, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საუბრობდა ოპოზიციის მოქმედებებზე, რომ ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. რას ნიშნავს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საუბრობენ ოპოზიციის ქმედებებზე, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე? ეს არ არის ერთი, ყოფილი რომელიმე დიპლომატი, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები; ისე კი არა, ნაცმოძრაობის წარმომადგენელი ჩვენი კოლეგები რუსულ პრესაზე რომ მიგვითითებენ. რუსულ პრესაზე დაყრდნობით ვერანაირ დასკვნას ვერ და არ გავაკეთებთ,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

 

დღის ამბები