28 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
გავრილოვი თუ აწუხებდა, თავიდანვე გააპროტესტებდა, არც 30 000-ს გადაიხდიდა და არც სამაჯურს გაიკეთებდა - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას, თუ რეალურად აწუხებდა გავრილოვი, ამას თავიდანვე გააპროტესტებდა და არც პირველ დაკისრებულ გირაოს გადაიხდიდა და არც სამაჯურს გაიკეთებდა.

მდინარაძის შეფასებით, ახლა ნიკა მელია ცდილობს გმირის მანტია მოისხას

"გავრილოვი თუ აწუხებდათ და რამდენად ყალბია მათი პათეთიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკა მელია 30 000 ლარს გირაოს არ გადაიხდიდა და ხელზე იმ სამაჯურს არ შეიბამდა, არ მისცემდა არავის ამის უფლებას. თუ ეს მისი და "ნაცმოძრაობის" მორალისთვის მიუღებელი იყო, მანამდე გააპროტესტებდა. თავისი ფეხით არ მივიდოდა და გირაოს არ გადაიხდიდა. მაშინ, ასე ვთქვათ, ივაჟკაცებდა. ახლა როგორც ცდილობს გმირის მანტია მოისხას და მაშინვე გააპროტესტებდა, რომ გავრილოვის საქმეზე. მე ამ არც 30 000-ს გადავიხდი, არც ამ სამაჯურს გავიკეთებ და ასე შემდეგ. მაგრამ. ეს ყველაფერი როდის გააკეთა იცით, გაყალბებული არჩევნები რომ წამოვიდა მესიჯი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები