28 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანონობა არ მოხდეს, გიგი უგულავას დრამატურგია უფრო შორს წავიდა - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სპეცრაზმი ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას აყვანას შეეცდება, ყველასთან ისაუბრებენ იმ საკითხზე, რომ ეს ქმედება უკანონოა.

მან შეაფასა გიგი უგულავას განცხადებაც ნიკა მელიას ფიზიკურად დაცვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ გონია, საქმე აქამდე მივიდეს. 

"ვერ გეტყვით, ამ დრამატურგიულ ნაწილს როგორ განვითარდება. რაც შეეხება გიგის განცხადებას, მისი დრამატურგია უფრო შორს წავიდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანონობა არ მოხდეს.

არ მგონია აქ შემოვიდეს სპეცრაზმი. ჩვენ ვეცდებით აბსოლუტურად ყველას ვესაუბროთ იმაზე, თუ რას აკეთებენ, ავუხსნათ, რომ ეს, პირველ რიგში, არის უკანონო ქმედება. ჩვენ ამას მივიჩნევთ ყველაზე უკანონო აქტს, რაც ბოლო პერიოდში მომხდარა,"-განაცხადა ბაჩო დოლიძემ. 

დღის ამბები