28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
როცა 8 მარტის შეთანხმება დაირღვა, საერთაშორისო პარტნიორებს მეტი ზეწოლა უნდა მოეხდინათ ხელისუფლებაზე - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მეტი სიმკაცრე უნდა გამოეჩინათ მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ, მისი თქმით, 8 მარტს ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმება დაარღვია. 

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი მსგავს მწვავე ფორმას არ მიიღებდა. 

"პრობლემა ის არის და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, რატომ აღმოვჩნდით ჩვენ იქ, სადაც ვართ დღეს, რომ 8 მარტის შეთანხმება დაირღვა და მთლიანად არ შესრულდა. ჩემი აზრით, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მეტი ზეწოლა და წნეხი უნდა განეხორციელებინათ ხელისუფლებაზე, რომ ჯერ კიდევ არჩევნებამდე მიგვეღო სხვა პოლიტიკური ვითარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, შეიძლება ბევრი სხვა რამ ვერ გაებედა დღევანდელ ხელისუფლებას, რაც გაბედა არჩევნების დღეს და რისი შედეგიცაა ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები