28 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ორგზის იმუნიტეტშეჩერებული ნიკა მელია სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინში - დაიჭერენ თუ არა ენმ-ის ლიდერს

დღეს პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" 88 დეპუტატმა, "მოქალაქეების" ორივე წარმომადგენელმა გადაწყვეტილების წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო "ევროპელი სოციალისტების" ოთხივე დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

"ოცნებამ" ნიკა მელიას კანონთან შეგნებულ დაუმორჩილებლობასა და რუსულ ძალებთან კავშირში დასდო ბრალი. მმართველმა გუნდმა ოპონენტის ნაბიჯების გათვალისწინებით მისი იმუნიტეტის გაუქმება-არგაუქმება სახელმწიფოს არსებობა-არ არსებობის პროპორციულად აღიქვა.

"მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები" მმართველ გუნდს მოუწოდებდნენ, პროკურატურის მიმართვა არ გაეზიარებინა, თუმცა, მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივიდა. თანაგუნდელები და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ნიკა მელიას ფიზიკურ დაცვას გეგმავენ. მმართველ გუნდში მსგავს გეგმას მორიგ დესტრუქციად აფასებენ და ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს.

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება უკვე სასამართლომ უნდა მიიღოს.

დღის ამბები