28 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე - ნიკა მელია

ნიკა მელიას განცხადებით, ის არ შეეგუება უსამართლობას და ბრძოლას გააგრძლებს ბოლომდე.

მელიამ პარლამენტის გადაწყვეტილებას გავრილოვის ვერდიქტი უწოდა.

"გავრილოვის დავალება შესრულებულია და ამას ჩემზე კარგად ხედავს ძალიან ბევრი ადამიანი. 88 მორჩილებაში მყოფმა ადამიანმა გაასამართლა თავისუფლების და ღირსების იდეა. დიახ, არც მეტი და არც ნაკლები, 88 მონურ მორჩილებაში მყოფმა გაასამართლა თავისუფლების და ღირსების იდეა. ეს არ იყო ვერდიქტი ჩემთვის გამოტანილი. ამ ადამიანებმა, პარლამენად წოდებულმა რუსეთის მეხუთე კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა და ვინც სამშობლოს გამოესარჩლა.

მთელს საქართველოს მინდა ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს. ახლა არ არის დრო პარტიისა და  პარტიული პოლიტიკის. არის ეროვნული ქართული მოძრაობა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არის ოკუპანტი და ივანიშვილის დელეგატები. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია უსამართლობას თავი დავუხაროთ, ეს უბრალოდ არ მოხდება და ბრძოლა იქნება ბოლომდე და გამარჯვებამდე," - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

დღის ამბები