28 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ შერჩევითი დევნა ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება. განცხადება პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამართულ კენჭისყრამდე გავრცელდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას.

"როგორც ცნობილია დღეს, 16 თებერვალს პარლამენტი მსჯელობს მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც გაუხსნის გზას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას საქმის შეფასება არ უნდა მოხდეს გამოძიების მიმდინარეობისას მხოლოდ ერთი, კონკრეტული საპროცესო ღონისძიების ჭრილში და აუცილებელია, ეს საქმე განხილულ იქნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დაშლის გარშემო მიმდინარე გამოძიების კონტექსტში.

შესაბამისი უწყებების მიერ ამ დრომდე ჩატარებული გამოძიების ანალიზი შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნების არსებობაზე მიუთითებს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გასცეს თანხმობა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე,"-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

დღის ამბები