28 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
"გავრილოვის მორიგ მსახურს მინდა ვუპასუხო" - ხატია დეკანოიძე სოზარ სუბარის განცხადებას ეხმაურება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ის გავრილოვის მონებისგან განსხვავებით, იმყოფება იმ მხარეს, სადაც არის თავისუფლება.

"გავრილოვის მორიგ მსახურს მინდა ვუპასუხო, მათ შორის, ყველა იმ მსახურს და იმ მონას, რომელიც ფიქრობს, რომ გავრილოვის გადაწყვეტილება და დავალება შეასრულოს, რომ მე ვარ ბედნიერი ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ვარ იმ მხარეს, სადაც არის თავისუფლება. 

რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ნიკას გვერდით, ხოლო გავრილოვის დავალების შემსრულებელი ბატონი სოზარი და ყველა მათგანი თავიანთი სამსახურის გადაფარვას ცდილობენ. კარგად თქვა ყველაფერი თქვენმა უფროსმა გავრილოვმა, მადლობა მოუხადა უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" და საქართველოს ხელისუფლებას, ამით ყველაფერი ნათქვამია," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ნიკა მელია პარტიის ოფისში აპირებს ჩაკეტვას და სასამართლოში გამოცხადებას არ გეგმავს. 

დღის ამბები