ავღანეთის ორ პროვინციაში მომხდარი თავდასხმის დროს, უსაფრთხოების ძალების 4 წევრი და 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა 7 პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილზე იყო დამონტაჟებული. ავღანეთის სამხედრო ძალებსა და რადიკალურ დაჯგუფება "თალიბანს" შორის შეტაკებები გახშირდა. გუშინ ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში "თალიბანის" 18 მებრძოლი მოკლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.