28 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ შეასრულოს გავრილოვის, ლავროვის და კარასინის დავალება - ხატია დეკანოიძე

უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ, შეფასება მოჰყვა "ნაციონალურ მოძრაობაში". ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ "გავრილოვის, ლავროვის და კარასინის დავალება შეასრულოს". 

"ქართული ოცნების ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საბოლოოდ შეასრულოს გავრილოვის, ლავროვის და კარასინის დავალება. გვახსოვს ალბათ 20 ივნისის ღამის შემდეგ, ისინი ითხოვდნენ დაესაჯათ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩემი მეგობრები, იმისთვის, რომ გავრილოვი გავაძევეთ ყველამ ერთად ქვეყნიდან. ამიტომ, ეს არის ზუსტად მათი დაკვეთის შესრულება," - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები